„მილანის“ მცველმა, ტეო ერნანდესმა, შესაძლოა, კარიერა ესპანეთში გააგრძელოს - წერს Sky Sport Italia.
წყაროს ცნობით, 25 წლის ფრანგის შეძენაზე პრეტენზიას „ატლეტიკო“ აცხადებს. თუმცა, მადრიდელებს ფინანსური პრობლემები აქვთ - ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოთამაშის საყიდლად კლუბმა 80 მილიონი ევრო გამონახოს.
2022/23 სეზონში ერნანდესმა ყველა ტურნირზე 45 მატჩი ჩაატარა, 4 ბურთი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.