კალათბურთი

1:00 | 22.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

შენგელიას "ვირტუსმა" ფინალურ სერიაში ანგარიში ისევ გაათანაბრა

იტალიის საკალათბურთო სერია A-ს ფინალურ სერიაში „ვირტუს ბოლონია“ ჩემპიონობის შანსს ინარჩუნებს. თორნიკე შენგელიას გუნდმა „ოლიმპია მილანოს“ სერიის მე-6 მატჩში აჯობა და ანგარიში გაათანაბრა.

ბოლონიელებმა მეტოქეს შინ იოლად, 85:66 მოუგეს. „ვირტუსმა“ პირველი პერიოდი 4 ქულით წააგო, მაგრამ შემდეგ დიდი უპირატესობა მოიპოვა და გამარჯვება არ გასჭირვებია.

შენგელიამ 21 წუთში 10 ქულა, 3 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 7-დან 5 ორქულიანი ჩააგდო, სამქულიანი და საჯარიმო კი არ უსვრია.

აღსანიშნავია, რომ ორივე გუნდმა საკუთარ მოედანზე ყველა მატჩი მოიგეს (3-3), ხოლო გადამწყვეტი, სერიის მეშვიდე შეხვედრა 23 ივნისს, მილანში გაიმართება და იტალიის 2023 წლის ჩემპიონიც გამოვლინდება.

0.119093