ფეხბურთი

0:25 | 22.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

დავითაშვილი: "ბელგიასთან იმედი მაქვს, რომ მთელი საქართველო მხარს დაგვიჭერს"

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო შეხვედრაში პორტუგალია გიორგი გაგუას და საბა საზონოვის გოლებით 2:0 დაამარცხა და ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.

მატჩის შემდეგ კომენტარი ზურიკო დავითაშვილმა გააკეთა, რომელიც გუნდს თამაშის დღეს შეუერთდა და შოტლანდიაში ჩატარებული მატჩის მიუხედავად, მეორე ტაიმში მოედანზე მაინც გავიდა.

„პირველ რიგში, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ბელგიასთან „დინამო არენა“ გაივსება და მთელი საქართველო ჩვენზე იქნება კონცენტრირებული, ეს ჩვენთვის ძალიან დიდი სტიმულია. ბელგიის წინააღმდეგაც 3 ქულის მოპოვება გვინდა და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ“, - თქვა დავითაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები A ჯგუფში 3 ქულით ლიდერია, ნიდერლანდებსა და ბელგიას კი თითო ქულა აქვთ. სვანაძის გუნდი მეორე ტურში 24 ივნისს, ბელგიის ნაკრებს დაუპირისპირდება, მატჩი ისევ "დინამო არენაზე" და 20:00 საათზე გაიმართება.

0.061858