ფეხბურთი

23:21 | 21.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი გაგუა: "სწორი ტაქტიკით და გუნდურობით მივაღწიეთ იმ შედეგს, რაც ყველას გვინდოდა"

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი გაგუამ პორტუგალიასთან გამარჯვების შემდეგ (2:0), რაშიც მან წვლილი გოლით შეიტანა, კომენტარი გააკეთა.

„ვიცოდით, როგორი თამაში გველოდა. მწვრთნელების კარგი ტაქტიკური მიდგომით და გეგმით მივაღწიეთ იმ შედეგს, რომლის მიღწევა ყველას გვინდოდა. მადლობა ბიჭებს, მათ, ვინც გუნდში იყვნენ და მათაც, რომლებიც ეროვნული ნაკრებიდან შემოგვიერთდნენ და დღეს ითამაშეს.

სასიხარულოა ეს გამარჯვება, მაგრამ უნდა დავივიწყოთ, რადგან მომდევნო მატჩზე ვიფიქროთ. შეიძლება კლასით პორტუგალიის დონეზე არ ვიყავით, მაგრამ გუნდურობით და ერთიანობით გამარჯვება მოვიპოვეთ და ვეცდებით, ბელგიასთანაც გავახაროთ გულშემატკივარი“, - თქვა გაგუამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები A ჯგუფში 3 ქულით ლიდერია, ნიდერლანდებსა და ბელგიას კი თითო ქულა აქვთ. სვანაძის გუნდი მეორე ტურში 24 ივნისს, ბელგიის ნაკრებს დაუპირისპირდება, მატჩი ისევ "დინამო არენაზე" და 20:00 საათზე გაიმართება.

0.115395