ფეხბურთი

17:35 | 21.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მამარდაშვილი "ტოტენჰემის" ინტერესებში რჩება

საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი ლონდონის „ტოტენჰემის“ ინტერესის სფეროში რჩება.

ფაბრიციო რომანო იტყობინება, რომ „დეზების“ მთავარი სამიზნე ისევ დავიდ რაია გახლავთ, რომელთანაც პირად კონტრაქტზე შეთანხმება მიღწეული აქვთ, მაგრამ მისი სატრანსფერო ფასი 40 მილიონი გირვანქა სტერლინგია, რაც ლონდონელებს ძალიან ეძვირებათ.

ამიტომაც, რომანო წერს, რომ „სპურსმა“ უკვე დაამყარა კონტაქტები გიორგის მამარდაშვილის ტრანსფერზე და ამ ეტაპზე ინფორმაცია გამოითხოვა პირობების შესახებ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილს „ვალენსიასთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს. მან გასულ სეზონში 42 თამაში ჩაატარა. ქართველ მეკარეს არაერთ გუნდს უკავშირებენ, მათ შორის მილანის „ინტერს“ და ლონდონის „ჩელსის“.

0.114126