ფეხბურთი

19:40 | 21.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

კალიდუ კულიბალი "ალ-ჰილალში" გადავა

ლონდონის „ჩელსის“ მცველი კალიდუ კულიბალი კარიერას საუდის არაბეთის „ალ-ჰილალში“ გააგრძელებს.

ფაბრიციო რომანოს ცნობით, მხარეებს შორის სიტყვიერი შეთანხმება არსებობს და სენეგალელი მცველი აზიაში გადაბარგდება. კულიბალი „ალ-ჰილალისთან“ კონტრაქტს 2026 წლამდე გააფორმებს, სეზონში კი 30 მილიონ ევროს მიიღებს. თავის მხრივ, "ჩელსის" საუდელები 25 მილიონ ევროს გადაუხდიან.

32 წლის ფეხბურთელმა „ჩელსიში“ მხოლოდ ერთი სეზონი ითამაშა და 32 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა. მანამდე ის 2014-2022 წლებში „ნაპოლის“ ლიდერი იყო, სადაც 317 თამაშში თავი 14-ჯერ გამოიჩინა. კარიერის საწყის ეტაპზე კულიბალი „მეცსა“ და „გენკში“ ირჯებოდა.

აღსანიშნავია, რომ "ჩელსიდან" "ალ-იტიჰადში" უკვე გადავიდა ნგოლო კანტე, ხოლო ჰაკიმ ზიეშის "ალ-ნასრში" და ედუარ მენდის "ალ-აჰლიში" ტრანსფერებიც გადაწყვეტილია, მხოლოდ ოფიციალური დასტური აკლია.

0.115802