ფეხბურთი

11:34 | 21.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

ანხელ დი მარია "ბენფიკაში" 13 წლის შემდეგ ბრუნდება

13 წლის შემდეგ ანხელ დი მარია ლისაბონის „ბენფიკაში“ ბრუნდება. ფაბრიციო რომანო, რომელიც გამოირჩევა სატრანსფერო საკითხებში განსაკუთრებული სანდოობით, წერს, რომ ანხელი ძალიან ახლოსაა ლისაბონურ კლუბთან.

მისი განცხადებით, მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა და 2024 წლის ზაფხულამდე კონტრაქტი გასაფორმებლად მზადაა, რასაც წინ პრაქტიკულად ვეღარაფერი დაუდგება. დი მარია თავისუფალი აგენტია, შესაბამისად, პორტუგალიელებს უფასოდ შეუერთდება.

გასული სეზონი 35 წლის არგენტინელმა „იუვენტუსში“ გაატარა, სადაც 40 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 9 საგოლე პასი გააკეთა, მაგრამ იტალიელებმა მასთან ახალი კონტრაქტის გაფორმება არ ისურვეს. დი მარია „ბენფიკაში“ 2007-2010 წლებში ირჯებოდა და 124 შეხვედრაში 15 გოლი გაიტანა.

კარიერის განმავლობაში მას ასევე უთამაშია „როსარიო სენტრალში“, „რეალში“, „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „პარი სენ ჟერმენში“, არგენტინის ნაკრებში ჩატარებულ 132 შეხვედრაში კი 29 გოლი გაიტანა.

0.121221