ფეხბურთი

23:02 | 20.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

შოტლანდია - საქართველოს მატჩი მინიმუმ 20 წუთით შეწყდა

შოტლანდიისა და საქართველოს ნაკრებთა მატჩი ძლიერი წვიმის გამო შეწყდა. შეხვედრა მხოლოდ 6 წუთი გაგრძელდა.

თავიდანვე ჩანდა, რომ ფეხბურთის სათამაშოდ საჭირო პირობები არ იყო, მაგრამ მსაჯმა თამაში მაინც დაიწყო. სხვათა შორის, მე-6 წუთზე კალუმ მაკგრეგორმა ანგარიში გახსნა.

სწორედ ამ გოლის შემდეგ თამაში აღარ განახლებულა. შეხვედრა 20 წუთით შეწყდა, ამის შემდეგ მიიღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას, განახლდება თუ არა საერთოდ დღეს.

0.102094