საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში შოტლანდიის ნაკრებს გლაზგოში დაუპირისპირდება.
ცნობილია ორივე გუნდის ძირითადი შემადგენლობა. ვილი სანიოლმა კვიპროსთან მატჩთან შედარებით სასტარტოში 4 ცვლილება მოახდინა. სოლომონ კვირკველია, ლაშა დვალი, საბა ლობჟანიძე და ლუკა გაგნიძე ძირითადში იქნებიან, ლუკა ლოჩოშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი გოჩოლეიშვილი და ირაკლი აზაროვი - თადარიგში.
შოტლანდია (3-5-2): განი; პორტეუსი, ჰენდრი, ტირნი - ჰიკი, მაკტომინეი, გილმური, მაკგრეგორი, რობერტსონი; მაკგინი, დიკსი
საქართველო (3-5-2): მამარდაშვილი; კვირკველია, კაშია, დვალი; ლობჟანიძე, გაგნიძე, კვეკვესკირი, კიტეიშვილი, კაკაბაძე; კვარაცხელია, მიქაუტაძე
შეგახსენებთ, რომ შოტლანდია 3 თამაშში 9 ქულით ჯგუფის ლიდერია, ხოლო საქართველო ორ მატჩში მოპოვებული 4 ქულით მეორე ადგილზეა. მატჩი 22:45 საათზე დაიწყება.