ფეხბურთი

18:54 | 20.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლეონარდო ბონუჩიმ შესაძლოა "იუვენტუსი" დატოვოს

ლეონარდო ბონუჩიმ შესაძლოა ტურინის „იუვენტუსი“ დატოვოს. Tuttosport-ის ინფორმაციით, „ბიანკონერი“ კონტრაქტის გაწყვეტაზე ფიქრობს.

ბონუჩის „იუვესთან“ ხელშეკრულება 2024 წლამდე აკავშირებს, მაგრამ მაღალი ხელფასი აქვს, მასიმილიანო ალეგრი კი მას ძირითადი შემადგენლობის წევრად აღარ განიხილავს. უფრო მეტიც, ცენტრალურ მცველებში პრაქტიკულად ბოლო არჩევნად მიიჩნევს.

საქმე ისაა, რომ ბოლო პერიოდში ბონუჩი ხშირად ტრავმიანობს და გარდა ამისა, შეცდომებს უშვებს, რაც მისი კარიერის დასასრულისკენ მიანიშნებს. თუმცა, ლეოს გაისად ევროპის ჩემპიონატზე თამაში სურს, ამიტომ კარიერის დასრულება 2024 წლისთვის დააანონსა. მხარეებს შორის თუ კონტრაქტი გაწყდება, ბონუჩის ახალი კლუბის მოძებნა მოუწევს და უკვე დაუკავშირეს ფრანგულ „მარსელს“. სხვა დეტალები ჯერ უცნობია.

შეგახსენებთ, რომ ლეონარდო ბონუჩიმ „იუვენტუსში“ 2010 წლიდან დღემდე 502 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რაც კლუბის ისტორიაში მეხუთე შედეგია. მან ტურინელთა რიგებში 37 გოლის გატანა მოახერხა.

0.118895