ლონდონის „ჩელსიმ" ოფიციალურ ვებ-გვერდზე ფრანგი თავდამსხმელის, კრისტოფერ ნკუნკუს ტრანსფერის შესახებ განაცხადა.
გასულ სეზონში ფრანგი გერმანულ „ლაიფციგში“ თამაშობდა. ნკუნკუს კონტრაქტი „ჩელსისთან“ ექვსწლიანია და ძალაში 1 ივლისს შევა.
„კრისტოფერმა დაამტკიცა, რომ ბოლო ორი სეზონის განმავლობაში არის ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი საუკეთესო შემტევი მოთამაშე. ეს ჩვენს გუნდს შემატებს ხარისხს, კრეატიულობას და მრავალფეროვნებას. მან აჩვენა თავისი შესაძლებლობები უმაღლეს დონეზე „ლაიფციგსა“ და საფრანგეთის ნაკრებში.
მოუთმენლად ველით, როდის შეუერთდება თანაგუნდელებს ახალი სეზონის წინ.“- განაცხადეს „ჩელსის“ სპორტულმა დირექტორებმა, ლოურენს სტიუარტმა და პოლ უინსტენლიმ.