ჭიდაობა

14:20 | 20.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

თავისუფალი სტილით მოჭიდავე 17-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 7 მედლით გუნდური მესამე ადგილი დაიკავა

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 17-წლამდელთა ნაკრებმა ტირანას ევროპის ჩემპიონატი 7 მედლით და გუნდური მესამე ადგილით დაასრულა.

ჩვენი გუნდიდან ჩემპიონობა მოიპოვეს გიორგი მაისურაძემ (51 კგ) და სანდრო ყურაშვილმა (92 კგ). ოქროს მედლამდე ნაბიჯი დააკლდა მათე ცინცაძეს (45 კგ). ჩემპიონატი მესამე ადგილებით დაასრულეს გეგი ონიანმა (48 კგ), არშაკ ლულუკიანმა (55 კგ), კონსტანტინე პეტრიაშვილმა (80 კგ) და ალექსანდრე აბრამიშვილმა (110 კგ).

საქართველოს ნაკრებმა 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედლით გუნდურ ჩათვლაში 150 ქულა დააგროვა და მესამე ადგილი დაიკავა.

geonoc.org.ge

0.117158