იტალიის სერია A-ს საკალათბურთო სეზონის ფინალურ სერიაში თორნიკე შენგელიას „ვირტუსი“ ისევ ჩამორჩა. მეხუთე შეხვედრა სერჯო სკარიოლოს გუნდმა „ოლიმპია მილანოსთან“ სტუმრად 72:79 წააგო.
მილანელებმა მეტოქეს 4-დან 3 პერიოდში აჯობეს და ბუნებრივია, საბოლოოდ დამსახურებულად იმარჯვეს.
შენგელიამ 21 წუთში 2 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 6-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, 1 სამქულიანი ააცილა, ხოლო საჯარიმო არ უსვრია.
„ვირტუსი“ სერიაში, რომელიც ოთხ მოგებამდეა, 2:3 მარცხდება, მომდევნო მატჩი კი ბოლონიაში 23 ივნისს გაიმართება.