საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის „დინამოს“ ნახევარმცველი საბა საზონოვი „ჰამბურგს“ დაუკავშირეს. ამის შესახებ ცნობილი გამოცემა Bild-ი წერს.
წყაროს თანახმად, 21 წლის ფეხბურთელი HSV-სთვის საჭირო კრიტერიუმებს აკმაყოფილებს: ახალგაზრდა ცენტრალური მცველია, ფიზიკურად ძლიერი და რაც მთავარია, ფინანსურად ხელმისაწვდომი. ჯერჯერობით, სხვა, უფრო კონკრეტული დეტალი უცნობია.
საბა საზონოვი „ზენიტის“ აკადემიაში გაიზარდა, მოსკოვის „დინამოში“ კი 2021 წლიდან თამაშობს. გასულ სეზონში მან 24 მატჩში 1 გოლი გაიტანა. საბა გასული წლიდან საქართველოს მოქალაქეა და ეროვნულ ნაკრებში 2 მატჩი ჩაატარა, ახლა კი ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე სათამაშოდ ემზადება.
„ჰამბურგი“ 2018 წლიდან მეორე ბუნდესლიგაშია და ყოველთვის ერთი ნაბიჯი აშორებს ბუნდესლიგაში დაბრუნებასთან. წელსაც გადამწყვეტი პლეი-ოფი წააგო, რეგულარულ სეზონში კი 1 ქულა დააკლდა. 2021-2022 წლების სეზონის მეორე ნახევარში „ჰამბურგში“ გიორგი ჩაკვეტაძე თამაშობდა.