გერმანიის ეროვნული ნაკრების და მიუნხენის "ბაიერნის" შემტევმა თომას მიულერმა პოლონეთთან ევროშესარჩევი მატჩის წინ პოლონელ თანაგუნდელ რობერტ ლევანდოვსკიზე გაიხუმრა.
"ჩვენ ვხუმრობდით მომავალ მატჩზე, ლევანდოვსკის ფრეზე შევუთანხმდით, მაგრამ შეხვედრას ჩვენ მოვიგებთ." - განაცხადა მიულერმა.
პოლონეთის ნაკრების თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი შაბათს თავის თანაგუნდელებს თომას მიულერს, ჟერომ ბოატენგს, მარიო გიოტცეს და მანუელ ნოიერს სტადიონ "ნაროდოვიზე" დაუპირისპირდება. პოლონეთი-გერმანიის მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.