ფეხბურთი

14:40 | 19.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერს" გონსალო რამოშის გადაბირება სურს

„მანჩესტერ იუნაიტედი“ ახალ ფორვარდს ეძებს და როგორც Sun-ი იტყობინება, ინგლისელებს „ბენფიკას“ თავდამსხმელის, გონსალო რამოშის გადაბირება სურთ.

პორტუგალიელები 21 წლის ტალანტს 94 მილიონ ევროდ აფასებენ, ამაზე მანჩესტერელთა პასუხი უცნობია. რამოში „ბენფიკას“ აკადემიის აღზრდილია, მთავარ გუნდში კი 2020 წლიდან თამაშობს.

გონსალომ გასულ სეზონში 47 შეხვედრაში 27 გოლი გაიტანა, მთლიანობაში კი 106 მატჩში 41 გოლი აქვს გატანილი. პორტუგალიის ნაკრებში რამოშის აქტივში 7 თამაში და 4 გოლია.

0.121023