საქართველოს ეროვნული ნაკრები, 18 ივნისს, კვიპროსიდან შოტლანდიაში ჩავიდა. გლაზგოში ჩვენი გუნდი ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე შეხვედას ჯგუფის ლიდერის, შოტლანდიის წინააღმდეგ გამართავს.
ვილი სანოილის გუნდი შოტლანდიაში 25 ფეხბურთელის შემადგენლობით იმყოფება. 19 ივნისს, ჩვენი გუნდი მატჩის მასპინძელ ჰემპდენ პარკზე ივარჯიშებს. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე, ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის პრესკონფერენცია გაიმართება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: გიორგი ლორია („ანორთოსისი“, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლუკა გუგეშაშვილი („ყარაბაღი“, აზერბაიჯანი)
მცველები: გურამ კაშია („სლოვანი“, სლოვაკეთი), სოლომონ კვერკველია („ნეფთჩი“, აზერბაიჯანი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“, პოლონეთი), ლუკა ლოჩოშვილი („კრემონეზე“, იტალია), გიორგი გველესიანი („პერსეპოლისი“, ირანი), ლაშა დვალი („აპოელი“, კვიპროსი), ჯიმი ტაბიძე („დინამო თბილისი"), ირაკლი აზაროვი („ცრვენა ზვეზდა“, სერბეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი („შახტარი“, უკრაინა)
ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოლონეთი) ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, ავსტრია), ვლადიმერ მამუჩაშვილი („დინამო ბათუმი), სანდრო ალთუნაშვილი („დინამო ბათუმი), ლევან შენგელია („პანეთოლიკოსი“, საბერძნეთი), ლუკა გაგნიძე („დინამო“, რუსეთი), საბა ლობჟანიძე („კარაგუმრუკი“, თურქეთი), გიორგი ჩაკვეტაძე („სლოვანი“, სლოვაკეთი)
თავდამსხმელები: ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი), გიორგი მიქაუტაძე („მეცი“, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, იტალია), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე“, გერმანია), გიორგი ქვილითაია („აპოელი“, კვიპროსი).
შეგახსენებთ, რომ შოტლანდია 9 ქულით ჯგუფში ლიდერია, საქართველო 4 ქულით (ორ მატჩში) მეორე ადგილზეა. ამ გუნდების შეხვედრა 20 ივნისს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.