ფეხბურთი

0:15 | 19.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჩეფერინი: "საუდელები ცდებიან, ყველაფერი ფულში არ არის, ინვესტიცია აკადემიებში უნდა ჩადონ"

უეფას პრეზიდენტი ალექსანდრ ჩეფერინი ფიქრობს, რომ საუდის არაბეთში შეცდომას უშვებენ და ინვესტიცია არა ვეტერან ფეხბურთელებში, არამედ თავიანთ აკადემიებში უნდა განახორციელონ.

„მათ [საუდელებმა] ინვესტიცია უნდა განახორციელონ აკადემიებში, უნდა დაიქირაონ მწვრთნელები და განავითარონ საკუთარი მოთამაშეები. ფეხბურთელების შეძენის სისტემა, რომლებიც თითქმის კარიერის ბოლოში არიან, ფეხბურთს არ ავითარებს. ეს ისეთივე შეცდომაა, როგორიც ჩინეთმა დაუშვა, როდესაც იყიდეს ფეხბურთელები, რომლებიც კარიერის ბოლოში იმყოფებოდნენ. მითხარით ფეხბურთელი, რომელიც კარიერის დასაწყისში მაღალ დონეზე დგას და საუდის არაბეთში სათამაშოდ წავიდა. საქმე მხოლოდ ფულზე არ არის. მოთამაშეებს სურთ ტოპ შეჯიბრებების მოგება და საუკეთესო შეჯიბრებები ევროპაშია“, - განაცხადა ჩეფერინმა.

შეგახსენებთ, რომ საუდის არაბეთში ბოლო დროს ვეტერანი ვარსკვლავები გადაბარგდნენ, გარდა ამისა, კიდევ არაერთ ფეხბურთელს იწვევენ.

0.117564