აწ გარდაცვლილი სილვიო ბერლუსკონის ოჯახი „მონცას“ გაყიდვას აპირებს. ამის შესახებ Corriere Della Sera იტყობინება.
წყაროს თანახმად, ბერლუსკონის შვილებს ფეხბურთში დარჩენა არ სურთ და მზად არიან ლომბარდიული კლუბი გაასხვისონ. თავის მხრივ, ადრიანო გალიანი, რომელიც კლუბის გენერალური დირექტორია, მთლიანად პოლიტიკაში გადაერთვება.
სილვიო ბერლუსკონიმ „მონცა“ 2018 წელს შეიძინა და მისი ხელმძღვანელობით კლუბი სერია C-დან სერია A-მდე მივიდა, თანაც ისტორიაში პირველად და სადებიუტო სეზონშივე ელიტაში ადგილი შეინარჩუნა.