ერთა ლიგის მესამე ადგილისთვის მატჩში იტალიის ნაკრებმა მასპინძელი ნიდერლანდები 3:2 დაამარცხა და მცირე ფინალი მოიგო.
„სკუარდა აძურამ“ მატჩის დასაწყისშივე მოიპოვა სოლიდური უპირატესობა ფედერიკო დიმარკოსა და დავიდე ფრატეზის გოლებით. მასპინძლებმა 68-ე წუთზე სტივენ ბერგვაინის გოლით სხვაობა შეამცირეს, მაგრამ 4 წუთში ფედერიკო კიეზამ ორბურთიანი სტატუსქვო აღადგინა. სხვათა შორის, ეს იყო კიეზას პირველი გოლი იტალიის ნაკრებში 2021 წლის სექტემბრის შემდეგ.
89-ე წუთზე ჟორჟინიო ვეინალდუმმა სხვაობა ისევ შეამცირა, მაგრამ რონალდ კუმანის გუნდმა მეტი ვერაფერი შეძლო და მორიგი მარცხი განიცადა.
იტალიის ნაკრებისთვის კი ეს ზედიზედ მეორე მესამე ადგილია ერთა ლიგაზე, რადგან ეს შედეგი წინა სეზონში, 2021 წელსაც აჩვენა.
ნიდერლანდები - იტალია 2:3 (0:2)
გოლები: 0:1 დიმარკო (6), 0:2 ფრატეზი (20), 1:2 ბერგვაინი (68), 1:3 კიეზა (72), 2:3 ვეინალდუმი (89)