„ალავესი“ მომდევნო სეზონში ლა ლიგაში ითამაშებს. სეგუნდა დივიზიონის პლეი-ოფის ფინალში „ლევანტესთან“ დრამატულად მოიგო და ელიტას დაუბრუნდა.
ამ გუნდები პირველი მატჩი 0:0 დასრულდა, ისევე როგორც მეორე შეხვედრის ძირითადი დრო. დამატებითი დრო დაინიშნა, ბოლო, 123-ე წუთზე „ალავესმა“ პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვა, რომელიც 129-ე წუთზე შესრულდა და სტუმრებმა გამარჯვების გოლი გაიტანეს.
სხვათა შორის, პენალტამდე ერთი წუთი ადრე „ლევანტემ“ ბურთი ხარიხას გაარტყა... ასე და ამგვარად, „ლევანტე“ დრამატულად დამარცხდა, ხოლო „ალავესი“ ლა ლიგაში ითამაშებს.