ბელგიის ნაკრებმა ევრო 2024-ის შესარჩევი ტურნირის F ჯგუფის მე-3 ტურში ავსტრიის ეროვნულ გუნდს უმასპინძლა და ფრედ - 1:1 ითამაშა.
ანგარიში ბელგიელმა ფეხბურთელმა, ორელ მანგალამ 22-ე წუთზე გახსნა, მან ბურთი საკუთარი კარის ბადეში გაახვიაა. თუმცა რომელუ ლუკაკუმ 61-ე წუთზე გაათანაბრა და თავისიანები მარცხს გადაარჩინა.
ბელგია F ჯგუფში 4 ქულით მეორე ადგილზეა. ლიდერი კი 7-ქულიანი ავსტრიაა.