ნორვეგია - შოტლანდიის პარალელურად ევრო 2024-ის კიდევ ორი შესარჩევი მატჩი გაიმართა. F ჯგუფში აზერბაიჯანმა ესტონეთს უმასპინძლა და ფრედ - 1:1 ეთამაშა. ანგარიში სტუმარმა საპინენმა 27-ე წუთზე გახსნა, 62-ზე კი კრივოციუკმა გაათანაბრა.
G ჯგუფში მონტენეგრომ და უნგრეთმა ერთმანეთს გოლი ვერ გაუტანეს - 0:0.