ფეხბურთი

22:05 | 17.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

შოტლანდიამ ნორვეგიას ორი წუთის ინტერვალში გატანილი გოლებით მოუგო

დრამატული მატჩი გაიმართა ოსლოში, სადაც ევრო 2024--ის A შესარჩევ ჯგუფში ნორვეგიამ ლიდერ შოტლანდიას უმსპინძლა და 1:2 დამარცხდა. სტუმარმა სქოთებმა ორი ბურთი ორი წუთის ინტერვალში გაიტანეს (87, 89 წთ), ჯერ ლინდონ დაიკსმა, შემდეგ კენეტ მაკლინმა. არადა, მანამდე მთელი მატჩის განმავლობაში კარში არ დაურტყამთ. მასპიძელთადან ანგარიში ერლინგ ჰოლანდმა გახსნა პენალტით.

ახლა შოტლანდიელებს ასპროცენტიანი შედეგი აქვთ, 3 მატჩიდან 3 მოგება და 9 ქულა. მეორეზე 3-ქულიანი ესპანეთია.

საქართველოს ნაკრები დღეს, 17 ივნისს, კვიპროსის ეროვნულ გუნდა დაუპირისპირდება ლარნაკაში. თამაში თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

ნორვეგია - შოტლანდია 1:2

ოსლო. „ულევალი“

1:0 ჰოლანდი (61 პენ), 1:1 დაიკსი (87), 1:2 მაკლინი (89)

ნორვეგია: ნიულანი, სტრანბერგი, მელინგი, რიუერსონი, ესტიგორი, პატრიკ ბერგი (ლარსენი 84) ეურსენსი (ტორსტვედტი 84), ედეგორი, სორლოტი (ელიუნუსი 79), სოლბაკენი (სენდერ ბერგი 63), ჰოლანდი (დელი 84)

მწვრთნელი: სტალე სოლბაკენი

შოტლანდია: განი, რობერსონი, ტირნი (კუპერი 65), ჰენდრი, პორტეუსი (მაკლინი 79), ჰიკი, მაკგრეგორი (გილმორი 78), მაკგინი (ჰაიამი 90+1), ქრისტი (არმსტრონგი 78), მაკტომინეი, დაიკსი

მწვრთნელი: სტეფენ კლარკი

მსაჯი: მატეი იუგი (სლოვენია)

გაფრთხილება: მაკგინი (37), ჰენდრი (40), ტირნი (53), პორტეუსი (60)

  1. შოტლანდია 3 3 0 0 7:1 9
  2. ესპანეთი 2 1 0 1 3:2 3
  3. ნორვეგია 3 0 1 2 2:6 1
  4. საქართველო 1 0 1 0 1:1 1
  5. კვიპროსი 1 0 0 1 0:3 0
0.150501