ფეხბურთი

21:06 | 17.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

პოგბა: „შვიდ თვეში ათი წლით დავბერდი“

„იუვენტუსის“ ნახევარმცველმა, პოლ პოგბამ, საკუთარ ტრავმებზე ისაუბრა, რომლებმაც მას გასული სეზონის უმეტესი ნაწილი გამოატოვებინა.

„ბოლო რამდენიმე თვემ ძალიან გამზარდა, ბევრი რამ გადავიაზრე ცხოვრებაში. 7 თვეში 10 წლით დავბერდი (იცინის)! ეს კარგია ჩემთვის, რადგან ყველაფერს პოზიტიურად ვუყურებ. მორწმუნე ვარ, ამიტომ მომხდარს გამოსაცდელ ეტაპად განვიხილავ. ამ განწყობამ მეტად ჩამომაყალიბა.“ - ციტირებს ფრანგის სიტყვებს Views.

გასულ სეზონში 30 წლის ნახევარმცველმა ყველა ტურნირზე 10 მატჩი ჩაატარა და ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა. ის „იუვენტუსში“ „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ გასულ ივლისში დაბრუნდა.

0.111359