ფეხბურთი

17:00 | 17.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჯოვანი სიმეონე: "დღეს, ოფიციალურად ერთ-ერთი თქვენგანი ვარ"

„ნაპოლიმ“ ჯოვანი სიმეონე გამოისყიდა, რომელსაც 3-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა. ამასთან დაკავშირებით არგენტინელმა თავდამსხმელმა თქვა, რომ ახლა უკვე ოფიციალურად არის ნეაპოლური კლუბის ოჯახის წევრი.

„ამ სეზონში ვცდილობდი, რომ გუნდისთვის მაქსიმუმი გამეკეთებინა. დღეს მე ოფიციალურად ერთ-ერთი თქვენგანი ვარ, ამ ოჯახის კიდევ ერთი წევრი, რაც ჩემი ოცნება იყო პირველივე დღიდან. ყველაფერს გავიღებ ამ მაისურის დასაცავად“, - დაწერა სიმეონემ სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ ჯოვანი სიმეონემ გასულ სეზონში 33 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა.

0.119613