ფეხბურთი

1:39 | 17.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

უკრაინის საოცარი ქამბექი, სომხეთის სენსაცია და ფავორიტების იოლი მოგებები

ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მესამე ტურის მატჩები ხუთ ჯგუფში გაიმართა და რამდენიმე მათგანში ფავორიტები უკვე გამოიკვეთა.

B ჯგუფი

საფრანგეთის ნაკრებმა სტუმრად გიბრალტარი რომ დაამარცხა, ამაში გასაკვირი არაფერია. თუმცა, ის კი არის აღსანიშნავი, რომ ფრანგებმა მხოლოდ 3 გოლი იკმარეს. ამავე ჯგუფში საბერძნეთის ნაკრებმა ირლანდიას დაძაბულ ბრძოლაში 2:1 აჯობა.

საფრანგეთი 9 ქულით ლიდერია, საბერძნეთს ორ თამაშში 6 ქულა აქვს, ხოლო ირლანდია და გიბრალტარი უქულოდ არიან. ნიდერლანდებმა ორ ტურში 3 ქულა მოიპოვა.

გიბრალტარი - საფრანგეთი 0:3

საბერძნეთი - ირლანდია 2:1

C ჯგუფი

C ჯგუფში ინგლისის ნაკრებია ერთპიროვნული ლიდერი, რომელმაც მალტას სტუმრად იოლად მოუგო. სამაგიეროდ, თრილერი შედგა ჩრდილოეთ მაკედონიისა და უკრაინის ნაკრებების დუელში. სკოპიეში მასპინძლები ორბურთიან უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ უკრაინის ნაკრებმა ბრძოლის მაგალითი ისევ გამოავლინა, 3 გოლი გაიტანა და მოიგო.

ინგლისს 9 ქულა აქვს, იტალიას, ჩრდ. მაკედონიას და უკრაინას 3-3 ქულა. ფაქტია, რომ მეორე ადგილი მათ შორის უნდა გათამაშდეს. ინგლისი აშკარა ლიდერია, მალტა - აუტსაიდერი.

მალტა - ინგლისი 0:4

ჩრდ. მაკედონია - უკრაინა 2:3

D ჯგუფი

D ჯგუფში თურქეთის ნაკრებმა სტუმრად ლატვიას დაძაბულ ბრძოლაში 3:2 მოუგო და 6 ქულით გალიდერდა. უელსის ნაკრებს კი გასვლაზე სომხეთის ნაკრებმა აჯობა! ჩვენმა მეზობლებმა კარდიფში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს და პირველი სამი ქულა აიღეს.

თურქეთს 6 ქულა აქვს, უელსს და ხორვატიას 4-4, სომხეთს 3 და ლატვიას - 0.

ლატვია - თურქეთი 2:3

უელსი - სომხეთი 2:4

H ჯგუფი

ამ ჯგუფში საინტერესო ვითარებაა. დანიის, ფინეთის, ყაზახეთის და სლოვენიის ნაკრებებს 6-6 ქულა აქვთ! მესამე ტურში დანიამ, ფინეთმა და ყაზახეთმა მოიგეს, ხოლო სლოვენია უქულოდ დარჩა. ჩრდილოეთ ირლანდია და სან მარინო ჯგუფში უშანსოდ მოსჩანან, თუმცა, ირლანდიელებს 3 ქულა აქვთ და ალბათ, მაინც გაიბრძოლებენ.

დანია - ჩრდ. ირლანდია 1:0

ფინეთი - სლოვენია 2:0

სან მარინო - ყაზახეთი 0:3

I ჯგუფი

I ჯგუფში ორი ფავორიტი გამოიკვეთა. შვეიცარია ისედაც ასეთი იყო ტურნირის დაწყების წინ, ახლა კი, როცა ზედიზედ სამი დამაჯერებელი მოგებით ლიდერია, ხომ საერთოდ. კარგად თამაშობს რუმინეთის ნაკრებიც, რომელსაც 7 ქულა აქვს და მეორეა. წესით, ამ ბრძოლაში ისრაელიც ნაკრებიც ჩაერევა, რომელიც 4 ქულით მესამეა, ხოლო კოსოვოს, ანდორასა და ბელარუსის ნაკრებები აუტსაიდერთა რიგებში არიან.

ანდორა - შვეიცარია 1:2

კოსოვო - რუმინეთი 0:0

ბელარუსი - ისრაელი 1:2

0.068361