ფეხბურთი

16:05 | 16.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

მიქაუტაძე 4 მილიონით გაძვირდა და ლიგა 2-ში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია

Trasnfermartk-მა საფრანგეთში მოთამაშე ფეხბურთელების სატრანსფერო ფასები განაახლა, რის შედეგადაც, გიორგი მიქაუტაძე 4 მილიონი ევროთი გაძვირდა.

ქართველი თავდამსხმელი 6 მილიონად იყო შეფასებული, ახლა კი 10 მილიონი ღირს. „მეცში“ და ზოგადად, ლიგა 2-ში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია. საქართველოში მესამეა ხვიჩა კვარაცხელიას (85 მილიონი) და გიორგი მამარდაშვილის (25 მილიონი) შემდეგ, ცენტრფორვარდებში 130-ე, მსოფლიოში 907-ე, 2000 წელს დაბადებულ ფეხბურთელებში კი 89-ე.

მოიმატა ზურიკო დავითაშვილის ფასმაც, მაგრამ მხოლოდ 500 000 ევროთი. თუ მანამდე 2 მილიონი ევრო ღირდა, ახლა 2.5 მილიონი ევრო ღირს. ზურიკო ამ მაჩვენებლით „ბორდოში“ მეოთხეა, ლიგა 2-ში მეოცე, მსოფლიოში 3.213-ე, საქართველოში მე-5, მარჯვენა გარემარბებში 234-ე, 2001 წელს დაბადებულ ფეხბურთელებში კი 216-ე.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძე 23 გოლით ლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და ამავდროულად, სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

0.106202