„ნაპოლი“ „ბოლონიას“ ფეხბურთელით, რიკარდო ორსოლინით დაინტერესდა. ნეაპოლელებს მარჯვენა ფლანგის გაძლიერება სურთ, სადაც 26 წლის იტალიელი თამაშობს.
გარდა ამისა, არაა გამორიცხული, რომ იტალიის ჩემპიონი ირვინგ ლოსანომ დატოვოს, მექსიკელის პოტენციურ შემცვლელად კი სწორედ რიკარდო განიხილება. თუმცა, ვინაიდან ფეხბურთელს შესანიშნავი სეზონი ჰქონდა (34 მატჩი, 11 გოლი და 4 საგოლე პასი), სხვა კლუბებიც ინტერესდებიან. საუბრობენ ფლორენციის „ფიორენტინასა“ და სტამბოლის „ფენერბაჰჩეზეც“.
რიკარდო ორსოლინი „ბოლონიაში“ 2019 წლიდან თამაშობს და 175 მატჩში 46 გოლი აქვს გატანილი. მანამდე ის „ატალანტასა“ და „ასკოლიში“ ირჯებოდა. სხვათა შორის, თავის დროზე „ასკოლიდან“ „იუვენტუსმა“ იყიდა, მაგრამ ტურინელებმა ის ჯერ „ატალანტაში“ და მერე „ბოლონიაში“ გაანათხოვრეს, ბოლოს კი სულაც გაყიდეს.