ფეხბურთი

12:43 | 16.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

რუდი გარსიამდე დე ლაურენტისს უარი შვიდმა მწვრთნელმა უთხრა

„ნაპოლის“ მთავარ მწვრთნელად რუდი გარსია დაინიშნა, რაც ბევრს გაუკვირდა. თუმცა, ფაქტია, აურელიო დე ლაურენტისმა არჩევანი 59 წლის ფრანგზე გააკეთა.

როგორც Gazzetta Dello Sport-ი წერს, გარსია არ იყო პირველი არჩევანი. დე ლაურენტისმა მანამდე შეთანხმების მიღწევა 7 მწვრთნელთან სცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა.

„ნაპოლის“ პრეზიდენტს უარი ლუის ენრიკემ, სერჟიო კონსეისაომ, იულიან ნაგელსმანმა, კრისტოფ გალტიემ, ვინჩენცო იტალიანომ და ტიაგო მოტამ უთხრეს, ხოლო პაულუ სოუზასთან მორიგება საკომპენსაციო თანხის გამო ვერ მოხერხდა. შესაბამისად, „ნაპოლი“ რუდი გარსიას ჩააბარეს, რომელმაც ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. არაოფიციალური ინფორმაციით, მისი ხელფასი უფრო მაღალი იქნება, ვიდრე ლუჩანო სპალეტის ჰქონდა.

არაოფიცალური ინფორმაციით, "ნაპოლიმ" გარსიასთან 2+1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, მისი ხელფასი კი სეზონში დაახლოებით 3 მილიონი ევრო იქნება. ფრანგს მანამდე "ალ-ნასრიში", "ლიონში", "მარსელში", "რომაში", "ლილში", "ლე მანში", "დიჟონსა" და "სენტ ეტიენში" აქვს ნამუშევარი.

0.106715