„მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელებმა სეზონის ტრებლით დასრულება იზეიმეს და ალკოჰოლური სასმელიც მიიღეს. თუმცა, როგორც ჩანს, რუბენ დიაშზე ამან ცუდად იმოქმედა.
ბრაზილიის ნაკრების შეკრებაზე ედერსონმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ პორტუგალიელმა მცველმა ჯეკ გრილიშის დედის ჩანთაში აღებინა...
„რუბენ დიაშის შემთხვევაში ყველაფერი კარგად არ ყოფილა. ის არ იყო დალევას მიჩვეული და პირდაპირ ჯეკ გრილიშის დედის ჩანთაში აღებინა“, - თქვა ედერსონმა.
შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტიმ“ 2022-2023 წლების სეზონში პრემიერლიგა, ინგლისის თასი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო.