ფეხბურთი

14:26 | 10.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

იან კოზაკი: “ვინმე იტყვის, რომ ესპანეთმა არ დაგვაფასა, მაგრამ ეს ასე არაა”

სლოვაკეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იან კოზაკი, 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ესპანეთის 2:1 დამარცხების შემდეგ აღფრთოვანებას ვერ მალავდა.

“აღფრთოვანებული ვარ. სავსე ტრიბუნების წინაშე შესანიშნავი თამაში ვაჩვენეთ და იმედია, გულშემატკივარს დიდი სიხარული მივანიჭეთ. ეს გამარჯვება ორმაგად სასიხარულოა, რადგან ესპანეთს შესარჩევი ეტაპის მატჩი აგერ უკვე 8 წელიწადია წაგებული არ ჰქონდა. ჩემმა ბიჭებმა თამამად ითამაშეს. მთელი ძალით ვიბრძოდით და მაქსიმალურად დავიხარჯეთ, განსაკუთრებით დაცვაში. ფეხბურთელები საფინალო სასტვენამდე არ დანებდნენ და შედეგიც სახეზეა. ახლა ვიღაც იტყვის, რომ ესპანეთმა არ დაგვაფასა, მაგრამ ეს ასე არაა. ჩვენ მათაც ვაიძულეთ მთელი ძალით ემოქმედათ და პერიოდულად მდგომარეობაც გაგვირთულდა, მაგრამ კოზაჩიკმა პირველი ტაიმის მიწურულს და რამდენჯერმე მეორე ტაიმში თავისი მაღალი კლასი გამოავლინა. ზოგიერთ ფეხბურთელს ფეხები აღარ ემორჩილებოდა, კუნთები გაენასკვათ, მაგრამ ბოლომდე იბრძოლეს და ქვეყანას უდიდესი ბედნიერება მოუტანეს” - გადმოგცემს კოზაკის სიტყვებს უეფას ოფიციალური საიტი.

სლოვაკეთმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის საწყის ორ ტურში უმთავრეს კონკურენტ უკრაინასთან (სტუმრად 1:0) და ესპანეთთან გაიმარჯვა და 6 ქულით პირველ ადგილზეა. 12 ოქტომბერს კოზაკის გუნდი სტუმრად ბელარუსს ეთამაშება.

0.125038