ესპანეთის ნაკრები ერთა ლიგის ფინალში გავიდა. „ფურია როხამ“ ენსხედეში გამართულ ნახევარფინალში იტალიის ნაკრები 2:1 დაამარცხა.
წინა სეზონის ერთა ლიგის ნახევარფინალშიც ესპანეთმა „სკუადრა აძურას“ 2:1 აჯობა და ახლაც იგივე მოხდა. ესპანელები მესამე წუთზე ლეონარდო ბონუჩის შეცდომის შემდეგ იერემი პინომ დააწინაურა, რასაც მალევე ჩირო იმობილემ ზუსტი პენალტით უპასუხა.
10 წუთში რობერტო მანჩინის გუნდი დავიდე ფრატეზიმ დააწინაურა, მაგრამ თამაშგარის გამო გოლი გაუქმდა. მეორე ტაიმში ესპანეთის ნაკრები უპირატესობას დაეუფლა, რაც გოლშიც აისახა. 88-ე წუთზე მოედანზე ახალშესულმა ხოსელუმ ახლო მანძილიდან გამარჯვების გოლი გაიტანა.
ამრიგად, 18 ივნისს, ფინალში ესპანეთი ხორვატიას, ხოლო მესამე ადგილისთვის მატჩში იტალია ნიდერლანდებს შეხვდება.
ესპანეთი - იტალია 2:1 (1:1)
გოლები: 1:0 პინო (3), 1:1 იმობილე (11, პენ), 2:1 ხოსელუ (88)