ფეხბურთი

16:36 | 15.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

რუბენ ბარახამ "ვალენსიასთან" ახალი კონტრაქტი გააფორმა

„ვალენსიამ“ რუბენ ბარახასთან კონტრაქტის გაფორმება ოფიციალურად დაადასტურა. შედეგად, ის „ღამურებს“ 2025 წლის ზაფხულამდე გაწვრთნის.

ბარახამ „ვალენსია“ თებერვალში ჩაიბარა, როდესაც გუნდი ბოლოსწინა ადგილზე იყო, მაგრამ მიზანს მიაღწია და ლა ლიგაში დატოვა. მისი ხელმძღვანელობით ესპანურმა კლუბმა 17 მატჩში 22 ქულის დაგროვება მოახერხა. შესაბამისად, კლუბის ხელმძღვანელობამ მას ნდობა გამოუცხადა.

შეგახსენებთ, "ვალენსიაში" გიორგი მამარდაშვილი თამაშობს, რომლის ტრანსფერზე ბევრს წერენ, მაგრამ ქართველი ჯერჯერობით ესპანური კლუბის წევრია და კონტრაქტი 2027 წლამდე აქვს გაფორმებული.

რუბენ ბარახას მანამდე „ელჩეში“, „ტენერიფეში“, „ხიხონში“, „რაიო ვალეკანოსა“ და „სარაგოსაში“ აქვს ნამუშევარი.

0.116112