ტონი კროოსმა მადრიდის „რეალში“ ჯუდ ბელინგემის ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა. მან გერმანულ მედიას უთხრა, რომ თავის დროზე „რეალში“ დიდი თანხის სანაცვლოდ სხვა ფეხბურთელიც გადავიდა, მაგრამ უმეტესი დრო დასვენებაში გაატარა.
რა თქმა უნდა, კროოსმა ედენ აზარი იგულისხმა, რომელიც მადრიდელებმა 4 წლის წინ 115 მილიონ ევროდ იყიდეს:
„ჩვენ გვყავდა ერთი ფეხბურთელი, რომელიც „რეალში“ ძალიან ბევრი ფულის სანაცვლოდ მოვიდა და კარიერა დაინგრიეს. ის ძალიან ძვირი ღირდა, მაგრამ აქ ძირითადად ისვენებდა“, - თქვა კროოსმა.
შეგახსენებთ, რომ ჯუდ ბელინგემი „რეალში“ 103 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა და 6-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.