საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ზურიკო დავითაშვილმა ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის მოახლოებული მატჩების წინ ისაუბრა. როგორც მან თქვა, არა მარტო კვიპროსთან, არამედ შოტლანდიასთანაც გამარჯვებისთვის ითამაშებენ.
„ვემზადებით მოსაგებად არა მხოლოდ კვიპროსთან, არამედ შოტლანდიასთანაც. ეს ლოგიკურია ჩვენი ნაკრებიდან გამომდინარე. ძალიან კარგი კოლექტივი ვართ, გამოცდილებაც საკმაოდ გვაქვს და იმედი მაქვს, რომ ორივე შეხვედრას ჩვენთვის სასიკეთოდ დავასრულებთ. მოლოდინი, რა თქმა უნდა, გამარჯვებაა.
კარგი სეზონის შემდეგ უფრო თავდაჯერებული ხარ. ჩემთვის, სეზონის მეორე ნახევარი გაცილებით უკეთესი გამოვიდა. იმედი მაქვს, სანაკრებო დონეზე კარგი მატჩებით დავასრულებ სეზონს და გულშემატკივარს გავახარებ“, - თქვა დავითაშვილმა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ივნისის მატჩებისთვის:
მეკარეები: გიორგი ლორია („ანორთოსისი“, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლუკა გუგეშაშვილი („ყარაბაღი“, აზერბაიჯანი)
მცველები: გურამ კაშია („სლოვანი“, სლოვაკეთი), სოლომონ კვერკველია („ნეფთჩი“, აზერბაიჯანი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“, პოლონეთი), ლუკა ლოჩოშვილი („კრემონეზე“, იტალია), გიორგი გველესიანი („პერსეპოლისი“, ირანი), ლაშა დვალი („აპოელი“, კვიპროსი), ჯიმი ტაბიძე („დინამო თბილისი"), ირაკლი აზაროვი („ცრვენა ზვეზდა“, სერბეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი („შახტარი“, უკრაინა)
ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოლონეთი) ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, ავსტრია), ვლადიმერ მამუჩაშვილი („დინამო ბათუმი), სანდრო ალთუნაშვილი („დინამო ბათუმი), ლევან შენგელია („პანეთოლიკოსი“, საბერძნეთი), ლუკა გაგნიძე („დინამო“, რუსეთი), საბა ლობჟანიძე („კარაგუმრუკი“, თურქეთი), გიორგი ჩაკვეტაძე („სლოვანი“, სლოვაკეთი)
თავდამსხმელები: ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი), გიორგი მიქაუტაძე („მეცი“, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, იტალია), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე“, გერმანია), გიორგი ქვილითაია („აპოელი“, კვიპროსი)
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 17 ივნისს კვიპროსს, ხოლო 20 ივნისს შოტლანდიას ესტუმრება. ორივე მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.