საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ კვიპროსისა და შოტლანდიის ნაკრებებთან მატჩების წინ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, მზად არიან და ყველა ფეხბურთელი ძალიან კარგ ფორმაშია.
„მომზადებულები ვხვდებით თამაშს. თითოეული ფეხბურთელი ძალიან კარგ ფორმაშია. ძალიან ბევრი გახდა ჩემპიონი, მოიგო თასი, რაც მნიშვნელოვანია თავდაჯერებისთვის. ყველაფერს ვაკეთებთ და ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად მოვემზადოთ კვიპროსთან თამაშისთვის. დიდი იმედი მაქვს, რომ წარმატებით დავამთავრებთ ამ თამაშს, გავიმარჯვებთ, რაც წაგვადგება შოტლანდიასთან თამაშისთვის", - თქვა ხვიჩამ.
საქართველოს ნაკრებმა თბილისში დღეს ბოლო ვარჯიში ჩაატარა, ხვალ კი კვიპროსში გაემგზავრება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ივნისის მატჩებისთვის:
მეკარეები: გიორგი ლორია („ანორთოსისი“, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლუკა გუგეშაშვილი („ყარაბაღი“, აზერბაიჯანი)
მცველები: გურამ კაშია („სლოვანი“, სლოვაკეთი), სოლომონ კვერკველია („ნეფთჩი“, აზერბაიჯანი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“, პოლონეთი), ლუკა ლოჩოშვილი („კრემონეზე“, იტალია), გიორგი გველესიანი („პერსეპოლისი“, ირანი), ლაშა დვალი („აპოელი“, კვიპროსი), ჯიმი ტაბიძე („დინამო თბილისი"), ირაკლი აზაროვი („ცრვენა ზვეზდა“, სერბეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი („შახტარი“, უკრაინა)
ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოლონეთი) ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, ავსტრია), ვლადიმერ მამუჩაშვილი („დინამო ბათუმი), სანდრო ალთუნაშვილი („დინამო ბათუმი), ლევან შენგელია („პანეთოლიკოსი“, საბერძნეთი), ლუკა გაგნიძე („დინამო“, რუსეთი), საბა ლობჟანიძე („კარაგუმრუკი“, თურქეთი), გიორგი ჩაკვეტაძე („სლოვანი“, სლოვაკეთი)
თავდამსხმელები: ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი), გიორგი მიქაუტაძე („მეცი“, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, იტალია), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე“, გერმანია), გიორგი ქვილითაია („აპოელი“, კვიპროსი).
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 17 ივნისს კვიპროსს, ხოლო 20 ივნისს შოტლანდიას ესტუმრება. ორივე მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.