„ნაპოლის“ პრეზიდენტი ახალი მწვრთნელის საკითხზე არ ღელავს. როგორც მან თქვა, მისი კლუბი კარგ ხელშია და დარწმუნებულია, რომ კარგი სეზონი ექნებათ.
„ნაპოლი“ ყოველთვის კარგ ხელშია, საჭიროა წყნარად და მშვიდად ვიყოთ. კარგ სეზონს ჩავატარებთ.
ხუთშაბათს განათლების მინისტრს (ჯუზეპე ვალდიტარა) შევხვდები და ვეცდები, გადავამოწმო რამდენად არის შესაძლებელი დაწყებით და საშუალო სკოლებში ფეხბურთის შესწავლა, რათა ბავშვები ჰიპოთეზური მწვრთნელები გახდნენ, ისევ აღტაცება გამოიწვიოს მათში ამ თამაშმა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ძველი და პოპულარულია. ჩემთვის მნიშვნელოვანია ფეხბურთში ახალგაზრდების დაბრუნება, რადგან ისინი დღეს სმარტფონებთან არიან დაკავშირებული. ფიქრობენ, რომ 90 წუთი ამ თამაშის ყურება მოსაწყენი და არასანახაობრივია, ამიტომ არ შეუძლიათ ფეხბურთის 90 წუთის განმავლობაში ყურება“, - თქვა დე ლაურენტისმა.
შეგახსენებთ, რომ ლუჩანო სპალეტიმ „ნაპოლიდან“ წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. ჯერჯერობით, უცნობია ვინ შეცვლის მას, მაგრამ ბოლო დროს ყველაზე აქტიურად პაულუ სოუზა, კრისტოფ გალტიეს, პაულუ ფონსეკასა და რუდი გარსიას ვარიანტებზე საუბრობენ.