ფეხბურთი

17:52 | 13.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

რუბენ ბარახა "ვალენსიასთან" 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს

„ვალენსიამ“ რუბენ ბარახასთან შეთანხმებას მიაღწია და ესპანელი სპეციალისტი „ღამურებში“ დარჩება.

ინფორმაცია ჯერ ოფიციალური არ არის, მაგრამ ესპანური მედია წერს, რომ კლუბის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის შემდეგ მხარეებმა გადაწყვეტილება მიიღეს - ბარახა „ვალენსიაში“ 2025 წლის ზაფხულამდე იმუშავებს.

სამაგიეროდ, გადაწყდა, რომ რუბენის სამწვრთნელო შტაბს დატოვებს და მისი ასისტენტი აღარ იქნება კარლოს მარჩენა, რომელმაც პირადი მიზეზების გამო მშობლიურ სევილიაში საცხოვრებლად დაბრუნება გადაწყვიტა.

რუბენ ბარახამ „ვალენსია“ გასული სეზონის მიწურულს ჩაიბარა და მიზანს მიაღწია - გუნდი ლა ლიგაში დატოვა. შესაბამისად, კლუბის ხელმძღვანელობამ მას ნდობა გამოუცხადა. შეგახსენებთ, "ვალენსიაში" გიორგი მამარდაშვილი თამაშობს, რომლის ტრანსფერზე ბევრს წერენ, მაგრამ ქართველი ჯერჯერობით ესპანური კლუბის წევრია და კონტრაქტი 2027 წლამდე აქვს გაფორმებული.

0.115143