კალათბურთი

14:44 | 13.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

ამხანაგური მატჩები დ შეკრებები: საქართველოს მოსამზადებელი ეტაპი მსოფლიოს ჩემპიონატამდე

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების გეგმა მსოფლიოს ჩემპიონატის წინ ცნობილია. ილიას ზუროსის გუნდი 5 ივლისს შეიკრიბება და თბილისში 12 ივლისამდე ივარჯიშებს.

21-28 ივლისს დაგეგმილი შეკრება იტალიის ქალაქ ტრევიზოში, სადაც გუნდი ამხანაგურ მატჩსაც ჩაატარებს, 29 ივლისს, ეგვიპტის ნაკრებთან. გარდა ამისა, მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში გუნდი საქართველოში „მერიის თასზე“ ოთხთა ტურნირს უმასპინძლებს, სადაც იორდანია, მონტენეგრო და ირანიც ითამაშებენ.

საქართველოს ნაკრების მოსამზადებელი ეტაპი და ტესტ-მატჩები:

5-12 ივლისი - წინა საშეკრებო ვარჯიშები (თბილისი)

21-28 ივლისი - მოსამზადებელი ეტაპი ტრევიზოში

29 ივლისი - საქართველო - ეგვიპტე (ტრევიზო)

1 აგვისტო - ლიეტუვა - საქართველო (კაუნასი)

5 აგვისტო - ლატვია - საქართველო (რიგა)

8-11 აგვისტო - მოსამზადებელი ვარჯიშები თბილისში

12 აგვისტო - საქართველო - იორდანია (მერიის თასი)

13 აგვისტო - მატჩი მესამე ადგილისთვის და ფინალი

14 აგვისტო - საქართველო - ირანი (დახურული ამხანაგური მატჩი თბილისში)

15-16 აგვისტო - ვარჯიშები თბილისში

17 აგვისტო - გამგზავრება იაპონიის ქალაქ ოკინავაში

19-21 აგვისტო - ვარჯიშები ოკინავაში

22 აგვისტო - ავსტრალია - საქართველო (ამხანაგური მატჩი ოკინავაში)

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად ითამაშებს მსოფლიოს ჩემპიონატზე, სადაც F ჯგუფში სლოვენიის, ვენესუელასა და კაბო-ვერდეს ნაკრებებს დაუპირისპირდება.

0.118018