შესანიშნავად იასპარეზა ბელა ხოტენაშვილმა სენტ-ლუისში დასრულებულ 'Cairns Cup'- ს გათამაშებაზე!
ქართველმა დიდოსტატმა 8-იდან 4,5 ქულა დააგროვა და მესამე საპრიზო ადგილზე გავიდა.
დასკვნით ტურში გაიმარჯვა ნანა ძაგნიძემ და საბოლოოდ მეხუთე ადგილზე გავიდა.
საბოლოო სატურნირო მდგომარეობა:
- ანა ზატონსკიხი (აშშ) - 6
- ალექსანდრა კოსტენიუკი (შვეიცარია) - 5
- ბელა ხოტენაშვილი (საქართველო) - 4,5
- ირინა კრაში (აშშ) - 4,5
- ნანა ძაგნიძე (საქართველო) - 4
- ჰარიკა დრონავალი (ინდოეთი) - 3,5
- ელიზაბეტ პეტცი (გერმანია) - 3,5
- გუნაი მამადზადა (აზერბაიჯანი) - 3
- ჟანსაია აბდუმალიკი (ყაზახეთი) - 2
- ჰამპი კონერუ (ინდოეთი) – 0
საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია