სხვა

2:05 | 13.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

ვინგეგაარდმა ტურის წინ, კრიტერიუმ დოფინის რბოლა მოიგო

ტურ დე ფრანსის დაწყებამდე სამიოდე კვირით ადრე, მისმა ჩემპიონმა, დანიელმა იონას ვინგეგაარდმა ტურის ერთგვარი რეპეტიცია, პოპულარული ერთკვირიანი რბოლა, კრიტერიუმ დუ დოფინი მოიგო. ამით მან დაამტკიცა, რომ ტურზე მთავარი ფავორიტი იქნება.

ვინგეგაარდი რბოლის ბოლო ეტაპზეც, რომელიც მკვეთრი აღმართით დასრულდა, ფავორიტი იყო, მაგრამ ძლიერი შეტევის მიუხედავად, რომელიც ბოლო კილომეტრზე წამოიწყო, მაინც იტალიელ ჯულიო ჩიკონესთან დამრცხდა. ამან ჯიროზეც იასპარეზა, მაგრამ ბოლომდე ვერ მივიდა, რადგან შუა რბოლისას, კოვიდ-19 აღმოაჩნდა.

გამრჯვებულმა თავისი ტრიუმფი შეყვარებულს მიუძღვნა, რომელზეც ამ კვირის ბოლოს ქორწინდება.

„ასი პროცენტით ჯანმრთელად არ ვიყავი, მაგრამ რბოლის განმავლობაში გამოვკეთდი ჩემს გონბაში ახლა მხოლოდ ტურ დე ფრანსია. და მიხარია, რომ გამარჯვება შევძელი. ეს გამარჯვება საჩუქარია ჩემი შეყვარებულისთვის, ვისზეც მომავალ კვირაში დავქორწინდები“, - განაცხადა ჩიკონემ.

საბოლოოდ, ვინგეგაარდმა ორ წუთზე მეტით აჯობა მეორეზე გასულ ბრიტანელ ადამ იეიტსს. მესამეზე კი ავსტრალიელი ბენ ო’კონორი გავიდა.

ტურ დე ფრანსი სტარტს 1 ივლისს აიღებს და 23 ივლისს დასრულდება.

0.11593