ჩემპიონთა ლიგის ფინალში „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველის, კევინ დე ბრუინის მიღებული ტრავმა შესაძლოა სერიოზული აღმოჩნდეს.
ბრიტანული მედიის ცნობით, ბელგიელი უახლოეს სანაკრებო მატჩებს აუცილებლად გამოტოვებს, მაგრამ შესაძლოა, მომდევნო სეზონის სტარტიც კი გაუცდეს. ჯერჯერობით, კევინის მოედანზე დაბრუნების ზუსტი დრო უცნობია.
შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელი „ინტერთან“ მატჩში პირველივე ტაიმში შეცვალეს. ის გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესო მეპასე გახდა.