ფეხბურთი

11:42 | 12.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარს საუდის არაბეთში სეზონში 200 მილიონ ევროს სთავაზობენ

„ალ-ნასრს“ კრიშტიანუ რონალდუ ჰყავს, „ალ-იტიჰადს“ კარიმ ბენზემა და როგორც ჩანს, კონკურენტებთან ჩამორჩენა არც „ალ-ჰილალს“ სურს.

CBS Sports-ის ინფორმაციით, „ალ-ჰილალის“ ხელმძღვანელობა პარიზში ჩავიდა, რაღა ნეიმარის ტრანსფერი გაჩარხონ! როგორც ირკვევა, საუდელები ბრაზილიელ ფეხბურთელებს მრავალწლიან კონტრაქტს, სეზონში 200 მილიონი ევროს ანაზღაურებით სთავაზობენ, ხოლო „პარი სენ ჟერმენს“ 45 მილიონ ევროს.

თავის მხრივ, პსჟ-ს ბიუჯეტის გასუფთავება სურს და ვინაიდან ნეიმარს მაღალი ხელფასი აქვს, მზად არის ბრაზილიელს შეელიოს, შესაბამისი შეთავაზების შემთხვევაში.

ნეიმარს „პარი სენ ჟერმენთან“ კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს. მან ფრანგულ კლუბში გატარებულ 6 სეზონში მხოლოდ 173 მატჩი ჩაატარა, რადგან ხშირად ტრავმები აქვს, მეტოქეთა კარში კი 118 გოლი გაიტანა.

0.113742