იტალიის საკალათბურთო სერია A-ს ფინალური სერიის მეორე შეხვედრაში „ვირტუს ბოლონიამ“ „ოლიმპია მილანოსთან“ წააგო და რთულ მდგომარეობაშია.
„ვირტუსმა“ ამჯერად მეტოქეს დიდი წინააღმდეგობა გაუწია, მაგრამ 76:79 დამარცხდა. გარდამტეხი გამოდგა მეორე პერიოდი, რომელიც მილანელებმა 24:18 მოიგეს. მეორე ტაიმში ორივე პერიოდი ფრედ დასრულდა, საბოლოოდ „ილიმპია მილანომ“ იმარჯვა.
თორნიკე შენგელია თანაგუნდელთა შორის საუკეთესო იყო. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 28 წუთში 17 ქულა, 5 მოხსნა და 4 პასი დააგროვა. თორნიკემ 6-დან 5 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 8-დან 4 საჯარიმო ჩააგდო.
ამრიგად, „ვირტუსი“ სერიაში 0:2 მარცხდება, მესამე მატჩი კი 14 ივნისს, ბოლონიაში გაიმართება.