ფეხბურთი

15:37 | 11.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჰოლანდი: "ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ჩემპიონთა ლიგას 22 წლის ასაკში მოვიგებდი"

„მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელმა ერლინგ ჰოლანდმა ჩემპიონთა ლიგის მოგების შესახებ ისაუბრა. როგორც მან თქვა, ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ 22 წლის ასაკში ამ ტიტულს მოიგებდა.

„ჩემს სულელურ ოცნებებშიც ვერ წარმოვიდგენდი, რომ 22 წლის ასაკში ამ ტურნირს მოვიგებდი. ეს ადასტურებს, რომ ნორვეგიის პატარა ქალაქიდან წამოსული ბიჭისთვისაც ყველაფერი შესაძლებელია. ვფიქრობ, რამდენიმე დღეში, როცა ემოციები დაცხრება, ისევ მენდომება მისი მოგება.

ეს წარმოუდგენელი შედეგია. გვარდიოლასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, პირველივე დღიდან ძალიან მეხმარება. ძალიან მიხარია, რომ მისი ხელმძღვანელობით ყოველდღე ვვარჯიშობ. მომდევნო სეზონში უნდა დავიცვათ ის, რასაც მივაღწიეთ. ერთ-ორ თვეში ყველაფერი დავიწყებას მიეცემა და ყველაფერი ნულიდან დაიწყება“, - თქვა ჰოლანდმა.

შეგახსენებთ, რომ ერლინგ ჰოლანდმა სეზონი 53 მატჩში 52 გოლი გაიტანა, ჩემპიონთა ლიგაზე 12 გოლით საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

0.135744