„მანჩესტერ სიტის“ მეკარე სკოტ კარსონი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა, მაგრამ საინტერესო ისაა, რომ ეს ერთ ქალაქში გააკეთა.
კარსონი 2005 წელს „ლივერპულში“ დაეუფლა ჩემპიონთა ლიგის თასს, როცა ინგლისურმა გუნდმა ფინალში სტამბოლში „მილანი“ დაამარცხა. ამჯერად კი, იმავე სტადიონზე უკვე „სიტის“ რიგებში იმაჯრვა.
საინტერესოა, რომ ორივე შემთხვევაში კარსონი სათადარიგო კიპერი იყო. ზოგადად, 2004-2005 და 2022-2023 წლების სეზონებში, როცა ის ოქროს მედალს დაეუფლა, ჩემპიონთა ლიგაზე მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა: 2005 წელს, მეოთხედფინალში „იუვენტუსთან“.
ამრიგად, 37 წლის მეკარისთვის სტამბოლი იღბლიანი ქალაქია - იქ ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა.