ფეხბურთი

17:43 | 10.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

"მონპელიეს" პრეზიდენტი: "მიქაუტაძე შემოგვთავაზეს, მაგრამ ჩვენთვის ძალიან ძვირი ღირს"

„მონპელიეს“ პრეზიდენტმა ლორან ნიკოლინმა განაცხადა, რომ გიორგი მიქაუტაძის დამატება შესთავაზეს, მაგრამ მისი მაღალი სატრანსფერო ფასიდან გამომდინარე, ქართველის ტრანსფერის განხორციელება არ შეუძლიათ.

„სამი ფეხბურთელი შემოგვთავაზეს, ერთი მიქაუტაძეა, მაგრამ მისი სატრანსფერო ფასიდან გამომდინარე, მისი დამატება ჩვენთვის შეუძლებელია. დანარჩენი ორი ჟან-ფილიპ კრასო (სენტ ეტიენი) და ჯოშ მაჯა (ბორდო) არიან, მაგრამ აზრი სამწვრთნელო შტაბს უნდა ვკითხო“, - თქვა ნიკოლინმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძე 23 გოლით ლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, გარდა ამისა სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ქართველ ფორვარდს „მეცთან“ კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს. გიორგის არაერთ გუნდს უკავშირებენ, მათ შორის, ყველაზე აქტიურად „ბარნლის“.

0.112874