ფამაგუსტას „ანორთოსისს“ ავთო ებრალიძე დიდი ალბათობით დატოვებს. კვიპროსული მედიის ცნობით, ქართველ ფეხბურთელთან კლუბი კონტრაქტის გაწყვეტას აპირებს.
ასე რომ, დიდი შანსია „ანორთოსისში“ მომდევნო სეზონში ქართველი ფეხბურთელი აღარ იყოს, რადგან ფამაგუსტელების დატოვებას მეკარე, გიორგი ლორიაც აპირებს.
31 წლის ებრალიძემ გასულ სეზონში 13 მატჩში 1 გოლის გატანა მოახერხა. მას კარიერის უმეტესი ნაწილი პორტუგალიაში აქვს გატარებული, სადაც არაერთ გუნდში ითამაშა, ყველაზე წარმატებული პერიოდი კი „ჟილ ვისენტეში“ გაატარა. საქართველოს ნაკრებში ავთომ 2013-2014 წლებში 3-ჯერ ითამაშა.