ფეხბურთი

11:08 | 10.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

მაქს ალეგრის საუდის არაბეთიდან სარფიანი შეთავაზება აქვს

მასიმილიანო ალეგრიმ შესაძლოა „იუვენტუსი“ დატოვოს. Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, იტალიელ სპეციალისტს საუდის არაბეთიდან სარფიანი შემოთავაზება აქვს.

წყაროს თანახმად, საუდეთში ალეგრის 3-ჯერ მეტ ხელფასს სთავაზობენ, ვიდრე ამჟამად „იუვეში“ გამოიმუშავებს (სეზონში 9 მილიონ ევროს). კონკრეტული გუნდის სახელი არ გაჟღერებულა, მაგრამ ვარაუდობენ, რომ წინადადება „ალ-ჰილალიდან“ აქვს.

მხარეები უახლოესი ორი დღის განმავლობაში მონტეკარლოში შეხვდებიან, სადაც წესით, ყველაფერი უნდა გადაწყდეს. ალეგრის „იუვესთან“ კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს და სწორედ იმიტომ, რომ მაღალი ხელფასი აქვს და კომპენსაციის გადახდა მოუწევდათ, ტურინელებმა ალეგრი წარუმატებელი შედეგების მიუხედავად, ვერ გაათავისუფლეს, თვითონ კი სამსახური არ დატოვა.

თუმცა, აზიიდან მიღებულმა სარფიანმა შეთავაზებამ შესაძლოა, „იუვე“ ალეგრის ტყვეობიდან გაათავისუფლოს. მაქსს თავის დროზე „იუვენტუსის“ გარდა, „სასუოლოში“, „კალიარისა“ და „მილანში“ აქვს ნამუშევარი.

0.114491